“მქუხარე ტაშს” ელოდა, მაგრამ ტაში არ დაუკრეს – რა მოხდა სტიპენდიანტების შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენელთან

ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გერმანული საგანმანათლებლო პროგრამა DAAD-ის სტიპენდიების გადაცემის ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას მიმართა, დაეკრათ ტაში, თუ ისინიც მასავით ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. ტაში არავინ დაუკრა (რაც ადვილად სავარაუდებელი იყო და უნდა სცოდნოდა პატ. დირექტორს). საინტერესოა, სად პოულობენ ასეთ ქლესა ტიპაჟებს და ტენიან მეცნიერების სფეროში. პროვინციალიზმი უკვე დამანგრეველ მასშტაბებს იღებს საქართველოში. ვიდეო: