სააკაშვილი – საჭიროა მრავალმხრივი, ძლიერი აქტივობები და მოქმედებები, ძალიან კარგი ორგანიზება და კოორდინაცია

მე ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ იდეას, მათ შორის, ,,რეფერენდუმის”(კაზუისტიკაში ნუ შევალთ), რომელიც პოლიტიკურად გაააქტიურებს საზოგადოებას, ხელს შეუწყობს მის მობილიზებას წინასაარჩევნო პერიოდში და არ დააგდებს საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ მუხტს”, – წერს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული “რეფერენდუმისათვის” ხელმოწერების შეგროვების პროცესი (დამოუკიდებლად იმისა, გამოცხადდება თუ არა საბოლოოდ “რეფერენდუმი”) უნდა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი თავისთავად კარგი მექანიზმი, რომელიც ლიდერებს და აქტივისტებს მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტის საშუალებას მისცემს.

საჭიროა მრავალმხრივი, ძლიერი აქტივობები და მოქმედებები, ძალიან კარგი ორგანიზება და კოორდინაცია”, – აღნიშნავს სააკაშვილი.