თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ – აშშ თურქეთის საზღვარზე „პატარა ისრაელს“ უყრის საფუძველს

ვიდრე მსოფლიო ღაზით და უკრაინით არის დაკავებული, აშშ თურქეთის საზღვარზე „პატარა ისრაელს“ უყრის საფუძველს, – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ სტატიაშია ნათქვამი.

თურქული გამოცემა წერს, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ სირიის ჩრდილოეთში 11 ივნისს ადგილობრივ არჩევნებს ჩაატარებს.

„ჰურიეთის“ მტკიცებით, ჩრდილოეთ სირიის ქალაქებში: მანბიჯში, აფრინში და ტელ რიფატში არჩევნები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ კონტროლით ჩატარდება და ხმის მიცემა მხოლოდ ქურთულ შეიარაღებულ ქვედანაყოფებში მომსახურე პირებს შეეძლებათ.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინატორმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ბრეთ მაკგარკმა, ორეტაპიანი გეგმა შექმნა, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ავტონომიურ ადმინისტრაციას შექმნიან, მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფოს.

„ჰურიეთი“ წერს, რომ პირველი ნაბიჯი სირიის დაყოფას ისახავს მიზნად, მეორე კი, თურქეთის, სადაც 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს.