ბაიდენი: დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ერთადერთი გზა არსებობს: საარჩევნო ყუთთან

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.

„იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს არ გაეკაროს, ერთადერთი გზა არსებობს: საარჩევნო ყუთთან“, – ამბობს ბაიდენ.

ამავე დროს, ბაიდენის კამპანიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ განაჩენმა აჩვენა, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა“.