დმიტრი პესკოვი – უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა

უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიას აშშ-ის ოთხმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩუმად მისცა კიევის უფლება, გაესროლა აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე.

პესკოვის თქმით, ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ მათ არ იცოდნენ.

„არა, ჩვენთვის არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. რაც ვიცით, არის ის, რომ ზოგადად, უკრაინას უკვე აქვს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული იარაღით დარტყმის მცდელობები. ეს ჩვენთვის საკმარისია და ეს ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული კონფლიქტში“, – აღნიშნა პესკოვმა.