„გაყალბებული, სამარცხვინო სასამართლო“ – ტრამპი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა.

მანამდე დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.

„არაფერი დაგვიშავებია. მე უდანაშაულო ადამიანი ვარ. რეალურ ვერდიქტს ხალხი 5 ნოემბერს არჩევნების დღეს გამოიტანს“, – განაცხადა ტრამპმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციაც, რომელიც, მისი განცხადებით გავლენას ახდენდა საქმეზე.

„მთელი ჩვენი ქვეყანა ახლა გაყალბებულია. ეს გაკეთდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოპონენტის, პოლიტიკური ოპონენტის დასაზიანებლად“, – აღნიშნა ტრამპმა.