საფრანგეთმა უკვე საბოლოოდ დაამტკიცა იმ კანონის ტექსტი, რომელსაც უყრიან კენჭს და რომელშიც გამკაცრებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მათ შორის ძალიან საინტერესოა, რომ უცხოური ინტერესების გატარების ფარგლებში თუ ფიზიკური ან ქონების დაზიანება ფიქსირდება, ამაზეც კონკრეტული სასჯელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან ორმაგი სტანდარტი იმედგაცრუებას იწვევს.
,,აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ უცხოურ ინტერესებში იგულისხმება ყველა სხვა ქვეყანა, გარდა ევროკავშირში შემავალი ქვეყნებისა და ეს ლოგიკურია, მათ შორის შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, რუსეთი აუცილებლად და ყველა სხვა დანარჩენი. ამიტომ ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად დიდ უსამართლობას და იმედგაცრუებას იწვევს, ეს არ არის ევროპული სტანდარტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.