სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას „როიტერი“ სლოვაკეთის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საავადმყოფოსა და პრემიერ-მინისტრის ოფისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ფიცოს 30 მაისს დამატებით კვლევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად შეფასდა.