უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„ისევ და ისევ აუცილებელია იმის თქმა, რომ თქვენ ფაქტობრივად იბრძვით არა მხოლოდ თქვენი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.
უკრაინის პრეზიდენტმა,ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შვედეთს უკრაინისთვის გაგზავნილი მხარდაჭერისთვის.
„თქვენ ხედავთ, რომ რუსეთი ომის გაფართოებას ცდილობს. ამის შეჩერება მხოლოდ ერთად შეგვიძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსოთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ნორვეგიასთან და ისლანდიასთან.