ჩინეთმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტს“ დაესწროს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეიცარიაში დაგეგმილი „მშვიდობის სამიტი“ არ აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელსაც პეკინი ადგენს ამ ტიპის სამიტებისთვის. ამის შესახებ 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მაო ნინგმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამშვიდობო კონფერენციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ, ჩინეთის აზრით, უნდა აკმაყოფილებდეს სამ მნიშვნელოვან ელემენტს: რუსეთისა და უკრაინის მიერ აღიარებას, ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო გეგმის სამართლიან განხილვას.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სამშვიდობო კონფერენცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს მშვიდობის აღდგენაში,” – აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, „არ ჩანს, რომ ჩინეთის მიერ შემოთავაზებული სამი ელემენტი განხორციელდება“, ამიტომ პეკინი „სავარაუდოდ ვერ შეძლებს შეხვედრას დაესწროს“.

შეგახსენებთ, მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს, ჩაშალოს „მშვიდობის სამიტი“ და ლიდერებზე ზეწოლას ახდენს.