რუსეთმა უკრაინის ხუთ ოლქში ენერგოობიექტებზე მიიტანა იერიში

რუსეთმა უკრაინის ხუთ ოლქში ენერგოინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო წერს.

სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებზე ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, კიროვოგრადის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში.

სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი მოგვიანებით დაზუსტდება.