„არა ხარკოვი“ – სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთი ემზადება სერიოზული დარტყმისთვის სხვა მიმართულებით

რუსეთის გაზაფხული-ზაფხულის შეტევა შეჩერებულად არ შეიძლება ჩაითვალოს. წინ  ახალი შეტევა გველის, – ამის შესახებ  სამხედრო ექსპერტმა მიხაილო ჟიროხოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ შესულა ბრძოლაში, ბრძანებას ელოდებიან.

„რუსებს ჯერ არ ჩაუგდიათ ბრძოლაში არც მეორე და არც მესამე ეშელონი და ის აშკარად კონცენტრირებულია სასაზღვრო რაიონებში. და კიდევ არის რამდენიმე პუნქტი, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს დარტყმა ხარკოვის ოლქზე შეიძლება იყოს თეორიულად ყურადღების გაფანტვა, რუსებს შეუძლიათ შეტევა სრულიად განსხვავებული მიმართულებით“, – აღნიშნა ჟიროხოვმა.

როგორც ექსპერტმა განმარტა, რუსები ხარკოვის რაიონში რომ არ შეჩერებულიყვნენ, ამ დამატებით ძალებს და რესურსებს იქ გადაიყვანდნენ, მაგრამ ახლა რუსები უფრო მარტივ გზებს ეძებენ.

„ვფიქრობ, რომ უკრაინის გენშტაბს აქვს როგორც თავდაცვითი, ასევე კონტრშეტევის გეგმები. სავარაუდოდ, მთავარი მიმართულება კვლავ პოკროვსკი იქნება, დონეცკის მიმართულება. კრამატორსკში და სლავიანსკში  სიმაგრეების შენება მიმდინარეობს“, – დასძინა ექსპერტმა.