გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, ვინაიდან “ნაცმოძრაობის” სახეები და მათთან გაიგივებული პოლიტიკური ფიგურები, რასაკვირველია, ასოციაციას წარმოშობენ სისხლთან, შეურაცხყოფასთან, ადამიანების მკვლელობასა და წამებასთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.
“ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი კანდიდატია იმისათვის, რომ ამ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მოუწოდოს, წინ წაუძღვეს და თვალთმაქცური ევროპული ღირებულებებით მოაწონოს თავი”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.