ნინო წილოსანი – ერთი, რაც შეეშალათ ჩემს შემთხვევაში, ეს არის უკვე დაფიქსირებული ფაქტები

ერთი, რაც შეეშალათ ჩემს შემთხვევაში, ეს არის უკვე დაფიქსირებული ფაქტები, სადაც კონკრეტული პირი მელოდება და რამდენიმე წრეს არტყამს იმისთვის, რომ მუქარა და დაშინება განახორციელოს, რაც პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დანაშაულია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა ისაუბრა.

წილოსანი ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში იმყოფება.

“თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა სხვა შემთხვევა, ჩემს კოლეგებთან მივარდნა არ არის შემთხვევითი. ეს არის იმ დაგეგმილი, იმ ფაშისტური კამპანიის ნაწილი, რომელსაც ისინი ახორციელებენ”, – აცხადებს წილოსანი.