ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთით დავაზღვიოთ ის მომდინარე საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდას და კონკრეტული იდეოლოგიის პოპულარიზაციას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, ჩვენ დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ ცვლილებების წარდგენისა და მათი განხილვის დროს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ თუკი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ ამ ეტაპზე ვერ მივიღებდით, შექმნილი ყოფილიყო ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევდა ლგბტ პროპაგანდის საკითხს”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.