“არ ვიცი, რომელი ევროპისკენ მიდიან ესენი. როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრება სურთ და იზრუნებენ აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, წმინდა წყლის ბლეფი და პროპაგანდაა. უკვე რუსებიც დაგვცინიან ამათი განცხადებების გამო – კობახიძის ნათქვამს, რომ თურმე 2030 წელს ევროკავშირში აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევალთ, ზოგმა “ეშმაკის ნაკარნახევი” ეძახა, ზოგმა პრემიერის “ფანტაზიები”… რუსეთი დაგვცინის, მეორე მხარე კი კატეგორიულად გვეუბნება, თუ ასე გააგრძელებთ, თქვენი ადგილი ევროპაში არ არისო, და ლაპარაკი, რომ თურმე ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ამგვარი პოლიტიკით სუვერენიტეტს ვიცავთ და ევროკავშირში გავწევრდებით, სულ ცოტა, ადეკვატურობასთან აცდენილია. “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მუდმივად გაიძახის, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, ომი თვითონ გამოუცხადა მთელ ცივილიზებულ სამყაროსა და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.