მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ინიციატივას, ,,ქართულ ქარტიას” გამოეხმაურა.
„პირველად ეს იდეა მაშინ გაჟღერდა, ნათელაშვილთან რომ შეიკრიბნენ ფანჩატურში, რომ საერთაშორისო დონეზე სიმრავლე წარმოადგინონ, მაგრამ ახლა უკვე დახვეწილად აკეთებენ უფრო იმ ქარტიის მეშვეობით, რომელიც უკვე პოლიტიკურმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.