მსოფლიოში, წინა წლებთან შედარებით, რეკორდულად მაღალია მილიონერთა რიცხვი. World Wealth Report-ის მიხედვით, დღეისთვის მსოფლიოში 22.8 მილიონი ადამიანია, რომელთა საინვესტიციო აქტივების ოდენობა სულ მცირე ერთ მილიონ დოლარს მაინც შეადგენს. მათი რიცხვი, გასულ წელთან შედარებით 5.1%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
საერთო სიმდიდრე კი, 86.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მათი ქონება საფონდო ბირჟების ზრდის გამო გაიზარდა. 2023 წელს 43%-იანი ზრდა ჰქონდა Nasdaq-ს, 24%-იანი S&P-ს, Paris CAC-16%, Frankfurt DAX-20%.
რეიტინგში პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, მეორეზე – კანადა, მესამეზე კი, გერმანია.