მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყნის დაზიანებას ცდილობს.
„მას შემდეგ რაც ბრიუსელში საქართველო ვერ დააზიანეს, ახლა ცდილობენ რომ ვაშინგტონში გააკეთონ იგივე. საბოლოო ჯამში, იქაც არაფერი გამოუვათ გარდა იმისა, რომ საკუთარ მოღალატეობრივ ბუნებას ანახებენ ჩვენს საზოგადოებას. ეს ადამიანები წარმოადგენენ იქ საქართველოს ღალატს და ამბობდნენ, რომ თურმე ცრუ ბრალდებებზე დაფუძნებული დასმენები არის ნორმა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.