ჯეიმს ო’ბრაიენი 10 ივნისს ვიზიტით ერევანს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი 10 ივნისს ვიზიტით ერევანს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვიზიტის მიზანია წარიმართოს აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი განიხილონ და შემდეგი ნაბიჯები დაგეგმონ“, – წერს ჟურნალისტი X-ზე.

მისივე თქმით, ო’ბრაიენი მთავრობის მაღალჩინოსნებს, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.