ტრამპი: არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბაიდენს

„არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბაიდენს, ეს სრული სიმართლეა“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Merit Street-ის ეთერში განაცხადა.

ტრამპი აცხადებს, რომ მან ცის, თუ ვინ აკონტროლებს ბაიდენს.

„ძალიან ძლიერი უნდა იყო. ებრძვით ძალიან ბოროტ ძალებს და ისინი ძალიან ჭკვიანი ძალები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბაიდენს. ეს სრული სიმართლეა. ვფიქრობ, ვიცი, დიდწილად ვინ არიან ისინი. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ. ისინი ძალიან ჭკვიანები, ძალიან ენერგიულები არიან. შესაძლოა, მათ ნამდვილად სჯერათ თავიანთ ავადმყოფური იდეოლოგიის“, – აღნიშნა ტრამპმა.