არიან დაჭრილები და დაშავებულები! – დიდი დაპირისპირება და ორომტრიალი რესტორანში

დაპირისპირებაა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. როგორც ადგილობრივი გამოცემა “აჭარათაიმსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, არიან დაჭრილები და დაშავებულები.

გამოცემის ცნობითვე, შემთხვევის ადგილზეა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში რესტორნის სტუმრები მონაწილეობდნენ, ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა.