აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაზე ნაფიცმსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.
CNN-ის ინფორმაციით, გადასახდელი ჯარიმა, შესაძლოა, ბევრად ნაკლები იყოს, რადგან ჰანტერ ბაიდენს ნასამართლობა არ აქვს.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მის შვილს არ შეიწყალებდა.