ნინო წილოსანი: ოპოზიცია რადიკალურად არ ეთანხმება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონპროექტს

ამ კანონპროექტის განხილვა მიზნად ისახავს განსაკუთრებით არასრულწლოვანების დაცვას იმ პროპაგანდისგან და იმ პოლიტიკისგან, რომელიც რიგი ქვეყნის შემთხვევებში ძალიან თვალნათელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიცია რადიკალურად არ ეთანხმება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონპროექტს. გაბედავენ თუ არა ეს ღიად განაცხადონ, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიმანიშნებელი იქნება, რომელი პოლიტიკური პარტია რა იდეოლოგიის მატარებელია“, – აღნიშნა წილოსანმა.