თუ სახელმწიფოს შენარჩუნება გვსურს, ის უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მობილიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან ბერლინში კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, უკრაინაში მობილიზაცია ომის პირველივე დღიდან გრძელდება.
„რაც შეეხება მობილიზაციას, მე აბსოლუტურად ფხიზლად ვუყურებ ამას, რადგან მობილიზაცია ჩვენთან საომარი მდგომარეობის გამო პირველი დღიდანვე გრძელდება. მე ვხედავ, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში უდავოდ არსებობს, ომი პირველი დღე არ მიდის, თუმცა თუ გვინდა შევინარჩუნოთ სახელმწიფო, ჩვენ უნდა დავიცვათ ის“, – განაცხადა ზელენსკიმ.