„მხარდაჭერას გამოვხატავთ რუსეთის მიმართ, რომელიც სამართლიანობისა და სიმართლისთვის იბრძვის“ – კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს და რუს ხალხს რუსეთის დღე მიულოცა.

მისი თქმით, პუტინის ხელმძღვანელობით, რუსი ხალხი გადალახავს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა სანქციები და „მტრული ძალების მხრიდან ზეწოლა“.

„პრეზიდენტ პუტინის ენერგიული და ბრძნული ხელმძღვანელობით, რუსი ხალხი გადალახავს ყველა გამოწვევას – სანქციებს და ზეწოლას მტრული ძალების მხრიდან, მტკიცედ დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და თავდაჯერებულად იმოძრავებს ძლიერი და აყვავებული რუსეთის მშენებლობისკენ.

ჩრდილოეთ კორეის ხალხი ყოველთვის მოხარულია მეგობარი სახელმწიფოს წარმატებებით. მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოვხატავთ რუსეთის ფედერაციის არმიისა და ხალხის მიმართ, რომლებიც სამართლიანობისა და სიმართლისთვის იბრძვიან“, – ნათქვამია კიმ ჩენ ინის წერილში.