ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციონერი აქტივისტ ნიკო მანაგაძესთან დაკავშირებით წერს. გუშინ მანაგაძე საკუთარ მშობლებს დაუპირისპირდა და თქვა, რომ დედასთან ურთიერთობა უკვე გაწყვიტა პოლიტიკური შეხედულების გამო, ხოლო მის შეფასებას ამორალური უწოდა:
“ახლა ასჯერ მეტად დაგაფასე. ძალიან მარტივია წინააღმდეგობა ნებისმიერ თემასთან, როცა მშობლები გიმაგრებენ ზურგს და როცა არა, ასჯერ უფრო მეტად გემრუდება გზა. ასჯერ და ათასჯერ მეტად დასაფასებელია შენი სწორი ღირებულებები და დაუღალავი ბრძოლა. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ნიკო! იმაზე ბევრად მაგარი, ვიდრე წარმოგიდგენია”, – დაწერა ჟორჟოლიანმა.