ვხედავდით „ენჯეოებს“, რომლებიც სცენაზე იდგნენ და ითხოვდნენ, რომ მთავრობა გადამდგარიყო

ვხედავდით „ენჯეოებს“, რომლებიც სცენაზე იდგნენ და ითხოვდნენ, რომ მთავრობა გადამდგარიყო, მათ დაეკომპლექტებინათ და ვეტოს უფლება ჰქონოდათ მთავრობის დაკომპლექტებაში. ამას აკეთებდნენ უცხოური დაფინანსების მქონე „ენჯეოები“, მათ შორის, ევროკავშირისგან დაფინანსებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“ვხედავთ – რომ წაუყრუეს დონორებმა, ევროკავშირმა „ენჯეოებს“, რომლებსაც მაშინ რადიკალიზმის პირველი გაფურჩქნა ჰქონდათ 2022 წლის ივნისში, ამიტომ იყო, რომ ახლა აქციებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ იყვნენ ორგანიზატორები ძალადობისა. მათი ლიდერების მოწოდებით, მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივ აქციად, ვინაიდან მოუწოდებდნენ პარლამენტის ბლოკირებისკენ, ამის შემდეგ ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ პარლამენტის შენობის შტურმს. ზუსტად ეს არის შედეგი იმ წაყრუების, რომელიც დონორებმა გამოიჩინეს საკუთარი დაფინანსებული „ენჯეოების“ მიმართ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.