ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ისრაელზე ზეწოლა განახორციელონ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ისრაელზე ზეწოლა განახორციელონ.

მისი თქმით, ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია თურქეთისთვის შემაშფოთებელია.

„ანკარა მიესალმება ნებისმიერ შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე ომს დაასრულებს. აშშ-დან დაწყებული, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ ისრაელზე ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ისრაელი განაგრძობს სასტიკ ხოცვა-ჟლეტას“,- აცხადებს ერდოღანი.