რუსეთმა “ქართული ლეგიონი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა – რა წერია “ეფ-ეს-ბე”-ს დასკვნაში?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი” ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ცნო და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • “ეფ-ეს-ბე”-ს მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა “ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნი” ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ცნო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და “ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ” ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ფორ­მი­რე­ბა შე­ტა­ნი­ლი იქნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თი­ან ფე­დე­რა­ლურ სი­ა­ში”, – აცხა­დე­ბენ „ეფ-ეს-ბე“-ში.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფორ­მი­რე­ბა 2014 წელს, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს პატ­რო­ნა­ჟით შე­იქ­მნა და ამ­ჟა­მად მისი წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხა­რეს და ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ვერ­სი­უ­ლი და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

“ეფ-ეს-ბე“-ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­ნაგ­რძო­ბენ ზო­მე­ბის მი­ღე­ბას „ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ წევ­რე­ბის მხრი­დან საფრ­თხე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და აღ­კვე­თის მიზ­ნით“.

“ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი 51-ე ორ­გა­ნი­ზა­ცია გახ­და. მა­ნამ­დე, 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რეს “რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სი“.