თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 14 ივნისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ლევან ალექსიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უშანგი ჩხეიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 08:00 საათიდან 10:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და გიორგი გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რკინიგზის, გუჯეჯიანის, ბერიძის და ალექსი შიუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.