ვასილ მაღლაფერიძე – უნდათ, ბიძინა იყოს დემონი და ძალიან ცუდი საქმეები აკეთოს

უნდათ, ბიძინა იყოს დემონი და ძალიან ცუდი საქმეები აკეთოს, ბიძინა კი „ცუდად იქცევა“ და კარგ საქმეებს აკეთებს, რაც უნგრევთ მათ მიერ შექმნილ სტერეოტიპს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, „რატომ ვერ თანხმდება საზოგადოება იმ ღირებულ და მნიშვნელოვან შენაძენზეც კი, როგორიცაა კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი პალიმფსესტი, იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებული უძველესი ხელნაწერი, რომელიც სულ მალე საქართველოში ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა და რამ გამოიწვია ამ ეროვნული საგანძურის ირგვლივ პოლიტიზებული აჟიოტაჟი?“