უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად მკაფიო გეგმა შეიმუშაონ, რომელიც „მარშალის გეგმის“ მსგავსი იქნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ გვჭირდება მკაფიო გეგმა აღდგენისთვის, მარშალის გეგმის მსგავსი, რომელიც [მეორე მსოფლიო] ომის შემდეგ ევროპისთვის შეიქმნა”, – განაცხადა ზელენსკიმ აშშ-სა და ევროპას შორის ისტორიული გეგმის შესახებ საუბრისას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურებული კონტინენტის აღდგენას ხელი შეუწყო.
„მეგობრებო, მოდით, ერთად შევადგინოთ აღდგენის ასეთი გეგმა და დავადასტუროთ ის ერთობლივი G7-plus დეკლარაციით – აღდგენის დეკლარაციით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ჯგუფს, შეთანხმდნენ აღდგენის გეგმაზე „ვაშინგტონში ნატოს სამიტის დროს“, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართება.