საუდის არაბეთში სიცხის შედეგად დაღუპულ მომლოცველთა რიცხვი გაიზარდა

საუდის არაბეთში ჰაჯისთვის ჩასული 19 მომლოცველი დაიღუპა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა სიცხეს ემსხვერპლა. საუდის არაბეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია მექაში სიცხისგან 6 გარდაცვლილის შესახებ. არსებული მონაცემებით, წელს ჰაჯში 1,8 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.