ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლისთავზე ვაკეთებთ მიმოხილვას, თუ რა საკითხები იყო ამ 10 წლის განმავლობაში აქტუალური, რა რეფორმები გატარდა სხვადასხვა მიმართულებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ენგურჰესის ტერიტორიაზე ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გასვლითი სხდომის შემდეგ ისაუბრა.
“დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ენერგეტიკის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ გვესაუბრა. შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმების 80% ამ მიმართულებით უკვე შესრულებულია. საკანონმდებლო კუთხით მუშაობა უახლოეს წლებში დასრულდება და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასოცირების შეთანხმება იქნება სრულად შესრულებული ენერგეტიკის სფეროში”, – განმარტა ბოჭორიშვილმა.