სროლა კანადაში – დაიღუპა 3 ადამიანი

ჩრდილოეთ ტორონტოში სროლა იყო. სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბრალდებულიც.

როგორც მედია წერს, ინციდენტი საოფისე შენობაში მოხდა, რომელიც სკოლისა და საბავშვო ბაღის სიახლოვეს მდებარეობს.

სამართალდამცველების ცნობით, სამივე დაღუპული ზრდასრულია.

მომხდარი ინციდენტის გამო, უსაფრთხოების მიზნით სკოლაც და ბაღიც დროებით დაიხურა.