სტოლტენბერგი: ჩინეთი ომში რუსეთს ხელს უწყობს და დასავლეთთანაც კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთ-უკრაინის ომში თავი ისე უჭირავს, თითქოს ნეიტრალური სახელმწიფო იყოს და ამით, სანქციების არიდებასა და დასავლეთთან ვაჭრობის შენარჩუნებას ცდილობს.

თუმცა, როგორც სტოლტენბერგი მიიჩნევს, სინამდვილეში ჩინეთი ომს ასაზრდოებს.

„რეალობა ასეთია, რომ ჩინეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მსხვილ შეიარაღებულ კონფლიქტს უწყობს ხელს და ამავდროულად, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, დასავლეთი ამას არ უნდა შეეგუოს.