რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ შემდეგი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოსკოვში გაიმართება.
როგორც რუსული მედია წერს, კრემლის ლიდერმა კიმ ჩენ ინთან მოსკოვში შეხვედრის სურვილი ფხენიანში მიმდინარე მოლაპარაკებების დასაწყისშივე გამოთქვა.
„ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი ახალი შეხვედრის გამო, იმედი მაქვს, რომ შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება“, – თქვა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 19 ივნისს ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.