გარდა ამისა, როგორც ქართველიშვილი წერს ეკლესია სულ უფრო ხშირად დაკავებულია „გენდერულად ნეიტრალური” ლოცვების შემოღებით ან ერთსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით. ესეც რომ არა, მთელს დიდ ბრიტანეთში მკვეთრად იზრდება მეჩეთებისა და ბუდისტური ტაძრების რაოდენობა.
„სამწუხაროდ მზარდი ტემპებით მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის “დექრისტიანიზაციის” პროცესი. შოტლანდიის ეკლესია ამჟამად თავის 100 ტაძარს ყიდის, რომელთაგან ზოგიერთი 300 წლის წინ აშენდა. თანაც ძალიან დაბალ ფასებში – 35 ათასი ფუნტიდან. მათი ახალი ძირითადი დანიშნულება – სასაწყობო მეურნეობა.
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში შოტლანდიის ეკლესიის მრევლის რაოდენობა 80%-ით – ანუ 1 მილიონი ადამიანით შემცირდა. ახლა ის 250 ათასს არ აღემატება. ასევე 40%-ით შემცირდა მღვდლების (პასტორების) რაოდენობა. ამ ტემპით, 10-15 წელიწადში შოტლანდიის ეკლესია საერთოდ შეწყვეტს თავის არსებობას და მისი სამრევლო მეურნეობა „ჩალის ფასად” გაიყიდება.
რაც შეეხება ინგლისსა და უელსს, მანდ ქრისტიანთა ოდენობა პირველად დაეცა 50%-ზე ქვემოთ. აქედან, ბრიტანელების მხოლოდ 6%-მა აღიარა, რომ რეგულარულად დადის ეკლესიაში და ლოცულობს. ანგლიკანურ ეკლესიაში კვირაში ერთხელ წირვა-ლოცვაზე დამსწრე ადამიანების საერთო რაოდენობა 25 წლის განმავლობაში განახევრდა და დღესდღეობით 600 ათასს არ აღემატება.
2016 წლიდან დაწყებული, 300-ზე მეტი სამრევლო საერთოდ გაქრა. დარჩენილი სამრევლოების მეოთხედი კი, აღარ ატარებს ყოველკვირეულ მსახურებას. ანგლიკანური ეკლესია სულ უფრო ხშირად დაკავებულია „გენდერულად ნეიტრალური” ლოცვების შემოღებით ან ერთსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით. ყოველივე ეს კი, მხოლოდ ამძაფრებს თავის რელიგიურ კრიზისს, ემიჯნება საკუთარ მრავალსაუკუნოვან პრინციპებსა და ტრადიციებს რასობრივი და გენდერული დღის წესრიგის სასარგებლოდ.
ამავდროულად, მთელ დიდ ბრიტანეთში მკვეთრად იზრდება მეჩეთებისა და ბუდისტური ტაძრების რაოდენობა, რომელთა საერთო რაოდენობა ამჟამად 2500-ს აღემატება. მაგალითად ლონდონის ცენტრში, პიკადილის ქუჩის მახლობლად, ახლა იწყება დიდი სამსართულიანი მეჩეთის მშენებლობა. მზარდი ეთნოკულტურული დიასპორები, რომელთა რიგები ყოველწლიურად მილიონობით მიგრანტებით ივსება, განსაზღვრავს „დიადი ინგლისის მომავლის” რელიგიურ ლანდშაფტს,” – წერს დავით ქართველიშვილი.