ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლად არჩევის შანსებს სკეპტიკურად აფასებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარ შანსებს სკეპტიკურად აფასებს.

ამის შესახებ კაია კალასმა თავისი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ლიდერთა შეხვედრამდე ცხრა დღე რჩება და ამ პერიოდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

იმ შემთხვევაში თუ კაია კალასი ევროკომისრად დაინიშნება, ესტონეთში მთავრობის ახალი მეთარის არჩევა გახდება საჭირო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალასის მემკვიდრედ კლიმატის საკითხებში მინისტრი, კრისტენ მიხაილი ან თავდაცვის მინისტრი ჰანნო პევკური განიხილება.

ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 28 ივნისს გახდება ცნობილი.