„რუსეთი აშშ-ის იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, მისი ქვეყანა აშშ-ის იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის. ამის შესახებ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას განაცხადა.

„რუსეთი ებრძვის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელსაც შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს. მხედველობაში მაქვს ჩვენს ბრძოლა ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ და მისი სატელიტები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა პუტინმა.

მან, კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.