ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე ძალიან ძლიერი კანდიდატია.
სტოლტენბერგის თქმით, რუტეს დიდი გამოცდილება აქვს.
„სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ ძალიან მალე ალიანსი გადაწყვეტს ჩემი მემკვიდრის საკითხს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა 1-ელ ოქტომბერს ეწურება.
მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაუჭირეს მხარი.