რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა.
როგორც რუსული მედია წერს, ფხენიანში პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის ორმხრივი მოლაპარაკება არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ პუტინი მეორედ იმყოფება ჩრდილოეთ კორეაში სახელმწიფო ვიზიტით.