„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“: პუტინს ნატოს ანალოგის შექმნა სურს

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს ქვეყნების კოალიცია შექმნას, იმისთვის რომ წარმოაჩინოს როგორც ნატოს ანალოგი“, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია ქვეყნებზე, რომლებსაც ისტორიულად ახლო ურთიერთობა აქვს სსრკ-სთან. ვიეტნამში ვიზიტის წინა დღეს პუტინმა გამოაქვეყნა სტატია ვიეტნამის სახელმწიფო გაზეთში Nhân Dân-ში, სადაც მან გამოიყენა იგივე ნარატივები, როგორც ჩრდილოეთ კორეის Rodong Sinmun-ის სტატიაში.

ექსპერტების აზრით, პუტინს სურს შექმნას ქვეყნების კოალიცია, რითაც ის შეეცდება ნატოს ალტერნატივა წარმოაჩინოს.

„ის ასევე ცდილობს შექმნას ილუზია, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ერთადერთი მხარდამჭერები არიან, ხოლო დანარჩენი მსოფლიო დგას რუსეთის ფედერაციის უკან“, – აცხადებენ ექსპერტები.

შეგახსენებთ, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.