რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე. გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.