პუტინი: ნატოს სამხედრო ალიანსი რუსეთისა და აზიის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

ნატოს სამხედრო ალიანსი რუსეთისა და აზიის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება აზიაში. ნატო უკვე გადადის იქ, როგორც მუდმივ საცხოვრებელ ადგილას. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთის ფედერაციასაც. ჩვენ ვალდებულები ვართ ამას ვუპასუხოთ და გავაკეთებთ კიდეც“, – აღნიშნა პუტინმა.