თბილისში 3700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია 1 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  თბილისში გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.