თეთრი სახლი: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმება, არამხოლოდ აშშ-ში, არამედ ჩინეთშიც უნდა იწვევდეს შეშფოთებას

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება არამხოლოდ აშშ-ში, არამედ ჩინეთშიც უნდა იწვევდეს შეშფოთებას.

კირბის თქმით, ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება ეწინააღმდეგება ჩინეთის მიდგომებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეშფოთებას ჩინეთიც გაიზიარებს, რადგან შეთანხმება, როგორც ჩანს, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ განცხადებას, რომელიც პუტინმა და სი ძინ პინმა პეკინში ერთი თვის უკან გააკეთეს“, – აღნიშნა კირბიმ.

თეთრი სახლის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეშფოთებულია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებით და მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებული. უნდა იყოს შეშფოთებული.