ამერიკის შეერთებულ შტატების საავტომობილო გაყიდვების სფეროში დანერგილი “CDK” სისტემის შემქნელი კომპანიისგან, ჰაჯერთა დაჯგუფება მილიონობით დოლარს ითხოვს. ბლუმბერგის ცნობით, კომპანია “CDK” აპირებს ჰაკერების მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას.
უკვე მესამე დღეა რაც, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში, ავტომობილების ისეთი გადამყიდველი, უდიდესი, კომპანიები როგორებიცაა „U.S. auto retailers“ და „Sonic Automotive Penske Automotive“, ვეღარ ახერხებენ სრულფასოვნად ვაჭრობას ვინაიდან, პროგრამა “CDK” ჰაკერთა თავდასხმის შედეგად თითქმის პარალიზებულია.
ეს არ გახლვათ ჰაკერთა დაჯგუფების მიერ სხვადასხვა მეწარმეზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, მაგალითად, 2021 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰაკერთა სხვა დაჯგუფებამ კომპანიათა ჯგუფის სერვერებზე წვდომა დაბლოკა და ბლოკის მოხსნის სანაცვლოდ 70 მილიონი დოლარი მოითხოვა, საბოლოო ჯამში კომპანიათა ნაწილმა 11 მილიონი დოლარი გადაუხადეს ჰაკერულ ჯგუფ “REvil” – ს.
რაც შეეხება ამ შემთხვევას, თავად, “CDK” – ის წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლებს საჯაროდ არ უსაუბრიათ თუ რა რაოდენობის ზარალი ნახეს და რა თანხის გადახდას აპირებენ ჰაკერთა დაჯგუფებისთვის.
“CDK” – ის მიერ შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი 15 ათასზე მეტი საავტომობილო მაღაზია იყენებს.