თბილისში გაუჩინარებული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად“, – წერს ირმა მალაციძე.
Newshub.ge დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
გიორგი გახელაძე ოთხი დღის წინ გაუჩინარდა.